Potvynis Gruzijoje

2015-06-15 10:43
სტიქია დედაქალაქში ორსაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა მდინარე ვერეს ადიდებამ გამოიწვია. ვერეს ხეობაში დაიტბორა ათობით სახლი. ვრცელდებოდა ინფორმაცია ათობით დაღუპულისა და დაკარგულის შესახებ, თუმცა ამ დროისთვის, სტიქიას ოფიციალურად 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთლიანად წაღებულია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. სამაშველო ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში სრული შემადგენლობით მუშაობდნენ. მათ მოსახლეობა საკუთარი ძალებით ეხმარებოდა. დაზიანებულია ცენტრალური ქუჩების დიდი ნაწილი. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თითქმის ყველა უბანში. თუმცა, განსაკუთრებულად სტიქიის შედეგად ვაკე-საბურთალო და დიდუბე-ჩუღურეთი დაზარალდა.
Temos: 0